პოლონეთში საბჭოთა ჯარისკაცების კიდევ ოთხი ძეგლის დემონტაჟი მოხდა
პოლონეთში საბჭოთა ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი კიდევ ოთხი ძეგლის დემონტაჟი მოხდა. საუბარია "წითელი არმიისადმი მადლიერების" ძეგლებზე ქალაქ გლუბჩიცასა და ბიჩინაში, ძეგლზე ბობოლიცეში, ასევე ძეგლზე სტასზოვის რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტი (INP) ავრცელებს.
ჩამოგდებული ძეგლები არ იყო თავისუფლების სიმბოლო, განაცხადა INP-ის პრეზიდენტმა კაროლ ნავროკიმ. მან ძეგლებს სისტემის სიმბოლო უწოდა, რომელმაც "1945 წლის შემდეგ დაიმორჩილა ნახევარი ევროპა", სისტემა, რომელმაც "მოკლა პოლონელი მუშები და ანტიკომუნისტური ოპოზიციის აქტივისტები", ასევე იმ სისტემის სიმბოლო, რომელიც "შთააგონებს რუსეთის ამჟამინდელ ლიდერებს", რომლები უკრაინის ომზე არიან პასუხისმგებელი.
2017 წლის ოქტომბერში პოლონეთში ქვეყნის დეკომუნიზაციის პროგრამის ფარგლებში საბჭოთა ძეგლების დანგრევის შესახებ კანონი შევიდა ძალაში.
INP-ის შეფასებით, კომუნიზმის პერიოდში პოლონეთის ტერიტორიაზე "წითელი არმიისადმი მადლიერების" 500-მდე ძეგლი დაიდგა.