პოლონეთში უკრაინისთვის Bayraktar-ის შესაძენად საკმარისი თანხა შეაგროვეს

პოლონეთში 22.5 მილიონი ზლოტი (4.7 მილიონი აშშ დოლარი) შეაგროვეს უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე თანხის შეგროვების ინიციატორი, პოლონელი ჟურნალისტი სლავომირ სერაკოვსკი ავრცელებს.

"22.5 მილიონი ზლოტი! დამზადებულია პოლონეთში", - მოკლედ გამოეხმაურა სერაკოვსკი თანხის შეგროვების დასრულებას.

Bayraktar TB2 არის თურქული წარმოების ტაქტიკური, საშუალო სიმაღლეზე მოქმედი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ფრენის ხანგრძლივობაც 12 საათზე მეტია. Bayraktar TB2-ს შეუძლია განახორციელოს სადაზვერვო ოპერაციები და დაარტყას სამიზნეებს მაღალი სიზუსტის რაკეტებითა და ბომბებით. მას შეუძლია ჰაერში 55 კგ-მდე ტვირთის აწევა.

პოლონეთში ბაირაქტარისთვის თანხის შეგროვება ივნისის ბოლოს დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელმაც უპილოტო საფრენი აპარატისთვის თანხის შეგროვება დაიწყო ლიეტვუა იყო. ლიეტუველებმა სამ დღეში მოახერხეს საჭირო 5 მილიონი ევროს შეგროვება, მაგრამ საბოლოოდ, თურქმა მწარმოებელმა განაცხადა, რომ აპირებს ლიეტუვას უსასყიდლოდ გადასცეს დრონი. 8 ივლისს ლიეტუველების საჩუქარი უკრაინას გადაეცა.

მსგავსი სიახლეები