პრაისი: შეთანხმებიდან ოცნების გასვლა ძირს უთხრის რეფორმებით ქვეყნის წინსვლას
"19 აპრილის შეთანხმებიდან პარტია ქართული ოცნების გასვლა ძირს უთხრის შეთანხმებული აუცილებელი რეფორმებით ქვეყნის წინსვლას და პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს აჩენს. ყველა პარტიას ერთობლივი მუშაობისკენ მოვუწოდებთ, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაწინაურდეს". – წერს ნედ პრაისი.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ გადაწყვეტილება გუშინ, 28 ივლისს მმართველი პარტიის საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეურთდა დოკუმენტს და სწორედ ამ მიზეზით ქართული ოცნება ცალმხრივად გადიოდა შეთანხმდებიდან.
შეთანხმება 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გაფორმდა და მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმასთან ერთად, შემოდგომის თვითმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მიერ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გულისხმობდა.