სახ. დეპმა დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED) დაფინანსება აღადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისთვის (NED) უკვე გამოყოფილი დაფინანსება განბლოკა. 

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. 

"დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რათა NED-მა შეძლოს საკუთარი მისიის შესრულება - მსოფლიოში თავისუფლების მხარდაჭერა"- ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრები გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდიან სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. 

"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოს ფრონტისპირა რეგიონებში დემოკრატიის მცველების მხარდაჭერის შესაძლებლობის სრულად აღდგენის გზაზე, მათ შორის ისეთ რეპრესიულ რეჟიმებში როგორიცაა კუბა, ვენესუელა, ირანი, ჩინეთში, რუსეთში, თუ სხვაგან."

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ჯამურად საუბარია კონგრესის მიერ უკვე გამოყოფილ 240 მილიონ დოლარზე. 

"მივესალმებით სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, ჩვენ ერთგულები ვართ მისიის, დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერით გავაძლიეროთ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები"- ამბობს NED-ის აღმასრულებელი დირექტორი, დეიმონ უილსონი. 

პრეს-რელიზში, ასევე, აღნიშნულია, რომ კვლავ რჩება NED-ისთვის გამოყოფილი დაფინანსება სრული მოცულობით არ არის განბლოკილი - "ვიმედოვნებთ, რომ სრულად მივიღებთ წვდომას კონგრესის მიერ გამოყოფილი დაფინანსებაზე და მსგავსს შეფერხებებს აღარ ექნება ადგილი."

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება კრიტიკული მნიშვნელობისაა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), სოლიდარობის ცენტრისა და ათობით სხვა ორგანიზაციის საქმიანობისთვის. 

მსგავსი სიახლეები