პრიგოჟინი პუტინს: ჩაბარებას არავინ აპირებს

ევგენი პრიგოჟინი ვლადიმირ პუტინის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაგნერელები ჩაბარებას არ აპირებენ.

"ღალატის თაობაზე პრეზიდენტი ღრმად შეცდა. ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ჩვენ ვომობდით და ვომობთ - ვაგნერის ყველა მებრძოლი. არავინ აპირებს პრეზიდენტის, ФСБ-ს, ან კიდევ ვინმეს მოწოდების შემდეგ თავისი ფეხით ჩაბარდეს. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა ქვეყანა შემდეგშიც კორუფციაში, ტყუილსა და ბიუროკრატიაში იცხოვროს. როდესაც ჩვენ აფრიკაში ვიბრძოდით, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აფრიკა გვჭირდება, მერე კი მთელი ფულის მიტაცების შემდეგ აფრიკა მიატოვეს. როდესაც ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უკრაინას ვებრძვით, ჩვენ მივდიოდიოთ და ვომობდით. მაგრამ გაირკვა, რომ ტყვია-წამალი და ფული, რომლითაც საბრძოლო მასალები უნდა შეეძინათ, იძარცვება, ხოლო ჩინოვნიკები აზიან ჭურვებს ზუსტად ისეთი შემთხვევისთვის, რომელიც დღეს დადგა - როდესაც ვიღაც მოსკოვისკენ დაიძრა. ისინი უკვე აღარაფრის ეკონომიას არ აკეთებენ. ისინი გვირტყამენ თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით", - ამბობს ევგენი პრიგოჟინი. 

-----

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგი, ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დაადანაშულა. 

ამის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის "მოსაძებნად" მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები, ქალაქ დონის მიმართულებით დაძრა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს. 

24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. 

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

მსგავსი სიახლეები