პრიგოჟინის დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო
ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი დაკრძალვის ცერემონია დახურულ ფორმატში შედგა.
"მასთან გამომშვიდობების მსურველებს პოროხოვსკოეს სასაფლაოს მონახულების საშუალება ჰქონდათ." - ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად, Shot-მა გამოაქვეყნა პრიგოჟინის სავარაუდო საფლავის ფოტო სანქტ-პეტერბურგში, პროხოროვსკის სასაფლაოზე.
სამშაბათს კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აპირებდა პრიგოჟინის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას.
23 აგვისტოს საღამოს, ტვერის ოლქში პატარა თვითმფრინავი ჩამოვარდა, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მგზავრებს შორის ვაგნერის ლიდერი ევგენი პრიგოჟინიც იყო.