პრისტაიკო: უკრაინისთვის გადმოსაცემად ორი ბრიტანული გემი მზად არის

ორი ბრიტანული ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი უკრაინაისთვის გადმოსაცემად მზადაა, მათზე უკრაინული ეკიპაჟის მომზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ლონდონში, ვადიმ პრისტაიკომ, 2 აგვისტოს, ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ არ ვაპირებთ რუსებს დავეხმაროთ, რომ ჰქონდეთ სრული სია, რასაც ბრიტანელები გვაწვდიან. მაგრამ ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ორი გემი უკვე მზად არის უკრაინაში წასასვლელად. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, დაგვჭირდება თუ არა მეტი გემი. შავ ზღვაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საუბარია გემებზე, რომლებიც განაღმვით არიან დაკავებულნი, ეს არის სპეციალიზებული საბრძოლო გემები, რომლებზეც სწორედ ახლა მიმდინარეობს უკრაინული ეკიპაჟის წვრთნა", - განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, როდესაც საქმე ეხება ბრიტანეთის დახმარებას, ეს ნიშნავს "ან იმას, რაც უკვე მოხდა, ან რაც მოხდება უახლოეს მომავალში".

რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 2.3 მილიარდი ფუნტის (დაახლოებით $2.8 მილიარდი) სამხედრო დახმარება გადასცა.

მსგავსი სიახლეები