პუტინი: ჩვენ შევეჩეხეთ ღალატს ამას გარდაუვალი სასჯელი მოყვება

რუსეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა ევგენი პრიგოჟინს ქმდებებს. 

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს, ჯარისკაცებს, და მათ ვინც მისი სიტყვებით, მოტყუებითა და მუქარებით ღალატის გზაზე შეაყენეს. 

ვაგნერის მოქმედებებს პუტინმა ზურგში დარტყმა უწოდა და ვითარება 1917 წელს შეადარა. "ჩვენ შევეჩეხეთ ღალატს, დიდმა ამბიციებმა ეს ადამიანები რუსეთის ღალატამდე მიიყვანა, ამას გარდაუვალი სასჯელი მოყვება",- განაცხადა პუტინმა. 

საყურადღებოა, რომ ევგენი პრიგოჟინი სახელობითად მას არცერთხელ არ უხსენებია. 

პუტინის თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძნება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. 

------

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.

აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.

24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

მსგავსი სიახლეები