პუტინი; ჩვენი ტერიტორიის დასაცავად ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, ეს ბლეფი არაა

ვლადიმირ პუტინის თქმით, აშშ და დიდი ბრიტანეთი ცდილობენ საომარი მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადმოიტანონ და რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ შანტაჟს მიმართავენ. 

პუტინის თქმით, რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყანა მის ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებებით დაიცავს - "ჩვენი ხალხის დასაცავად ჩვენ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ. ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის განკარგულებაში არსებული საშუალებებით". 

ცოტა ხნის წინ ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. 

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ. 

უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ. 

20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს. 

მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სეტქემბრის პერიოდში ჩატარდება. 

მალევე დონბასის ე.წ. რესპუბლიკებს შეურთდნენ რუსი კოლაბორანტები ოკუპირებულ ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქებში. რეფერენდუმი აქაც იმავე თარიღებში ჩაინიშნა.

მალევე დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.

გუშინვე რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სამხედრო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ცნებას ამკვიდრებს. 

უკვე საღამოს ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს.

მსგავსი სიახლეები