პუტინი: დღეის მდგომარეობით, რუსეთი ხარკოვის აღებას არ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ "დღეის მდგომარეობით" რუსეთის ფედერაცია არ გეგმავს უკრაინული ხარკოვის აღებას.

ამის შესახებ პროპაგანდისტული გამოცემა РИА Новости წერს.

"რაც შეეხება ხარკოვს, დღეს ასეთი გეგმები არ არსებობს." - თქვა პუტინმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონში რუსული ჯარები "ყოველდღიურად მიიწევენ წინ მკაცრად გაწერილი გეგმის მიხედვით და წარმატებას აღწევენ."

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონა ხარკოვის რეგიონში თითქმის 70 კილომეტრით გააფართოვეს, რითაც ცდილობდნენ უკრაინული მხარე აიძულონ რეზერვიდან დამატებითი ბრიგადები გამოიყენოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ხარკოვის რეგიონში მძიმე ბრძოლებს ელის, რადგან, მისი ინფორმაციით, რუსები შემდგომი შეტევისთვის ემზადებიან.

კონტექსტი

10 მაისს ცნობილი გახდა, რომ ხარკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალები გააქტიურდნენ და იქ ბრძოლები მიმდინარეობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რუსულმა ჯარებმა შეტევითი მოქმედებების ახალი ტალღა წამოიწყეს ხარკოვის მიმართულებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სარეზერვო ნაწილები ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთით გაგზავნეს.

რუსებმა ხარკოვის ოლქის 10-მდე სოფელი აიღეს. 

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა თვლის, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა საკმარისი რაოდენობის სამხედროები შეკრიბა ხარკოვის რეგიონის დამატებითი ძალების გაგზავნის გარეშე დასაკავებლად.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ 15 მაისის მდგომარეობით ხარკოვიდან მოსახლეობის ან ცალკეული ჯგუფების ევაკუაცია არ იგეგმება.

მსგავსი სიახლეები