პუტინი ერდოღანს ესაუბრა - თურქეთის პრეზიდენტი მზადაა სიტუაციის დარეგულირებაში ჩაერთოს

24 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა. ამ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინი ერდოღანს "ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, შეიარაღებული აჯანყების მცდელობასთან დაკავშირებით" ესაუბრა და რომ თურქეთის პრეზიდენტმა "სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯებს."

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციაში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია "საღი აზრის ფარგლებში" მოქმედება.

"საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთში მომხდარით არავის არ უნდა მიიღოს სარგებელი. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ ჩვენ, როგორც თურქეთი, მზად ვართ წვლილი შევიტანოთ რუსეთში მომხდარის სწრაფად მოგვარებაში." - განაცხადა ერდოღანის პრეს-სამსახურმა.  

-----

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგი, ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დაადანაშულა. 

ამის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის "მოსაძებნად" მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები, ქალაქ დონის მიმართულებით დაძრა. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს. 

24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე. 

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. 

მსგავსი სიახლეები