პუტინი: ევროპელებს რუსული გაზის შესყიდვა რუბლში მოუწევთ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ე. წ. „არამეგობრულ ქვეყნებს“ - მათ შორის ევროკავშირს -  ბუნებრივი აირის შესყიდვების განხორციელება რუსულ რუბლში მოუწევთ.

„ჩვენი საქონლის ევროკავშირის და ამერიკისთვის მიწოდება, მაშინ  როცა გადახდების დოლარში და ევროში ხდება, აზრსმოკლებულია“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ამისთვის რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ევროპელ შემსყიდველებთან გაფორმებული კონტრაქტების შეცვლა მოსთხოვა. 

რუსეთზე ევროკავშირის ბუნებრივი აირით მომარაგების 40 პროცენტი მოდის.

ევროკავშირში აქტიურად განიხილავენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების ზომებს. 

მსგავსი სიახლეები