პუტინი პრიგოჟინის ლიკვიდაციას გეგმავს - Istories
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სურს, თავიდან აიცილოს მოსკოვში ვაგნერთან შეტაკებები და უშიშროების ძალებს ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას დავალებას აძლევს.
ეს ცნობა 24 ივნისს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან დაახლოებულმა წყარომ რუსულ გამოცემა Istories-ს მიაწოდა.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, რუსეთის არმიას არ ჰყავს სერიოზული ძალები, რომლებსაც შეუძლიათ პრიგოჟინის მოსკოვში შესვლის დაბლოკვა. ახლა ძალები იკრიბება ყველა ქვედანაყოფიდან, რომელიც არ არის ფრონტზე: ჩეჩნური ფორმირებები, ეროვნული გვარდია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ФСБ.
"პუტინს არ სჭირდება დიდი შეტაკებები, ამიტომ ნომერ პირველი ამოცანაა ზუსტი დარტყმნით პრიგოჟინის ლიკვიდირება და ვაგნერის ხერხემალში გადატეხვა, მებრძოლებისთვის ამნისტია მთელი ამ სირცხვილისთვის," - ამბობს ის.
ჟურნალისტებმა ასევე გამოაქვეყნეს გამომწერის ვიდეო, სადაც სამხედრო ტექნიკა მინსკის გზატკეცილზე, მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჩანს.
------
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნის მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.
აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.
24 ივნის განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.
არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.