პუტინი: შეიარაღებულ ძალებში ერთმმართველობა უნდა იყოს

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ერთმმართველობა უნდა იყოს და სხვადასხვა ქვედანაყოფების კოორდინაციისთვის დამატებითი სტრუქტურების შექმნა საჭირო არ არის. 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრის დახურული ნაწილის დროს ისაუბრა. 

"შევქმნათ რაღაც ჯგუფი ადმინისტრაციაში, რომელიც იქ შემდეგ მუდმივად ფეხებში გამოედება მეთაურებს ეს პრობლემაა. არმიაში ერთმმართველობა უნდა იყოს",- თქვა პუტინმა. 

კონტექსტი 

პუტინისა და ომის პროპაგანდისტების შეხვედრის დიდი ნაწილი რუსეთის ფედერალური არხების პირდაპირ ეთერში გადიოდა, ხოლო აღნიშნულ თემაზე საუბარი დახურულ ნაწილში შედგა, რომლის ფრაგმენტებიც დღეს, 18 ივნისს გავრცელდა. 

ამავე შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა ვაგნერისა და თავდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარე დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა. შოიგუს უწყებამ ყველა მოხალისეობრივი დანაყოფი დააველდებულა ხელშეკრულობა სამინისტროსთან დადოს. რუსული კანონმდებლობით სწორედ მოხალისეობრივ დანაყოფად კვალიფიცირდება ვაგნერიც. თავის მხრივ, ევგენი პრიგოჟინი აცხახებს, რომ მისი ბოევიკები არ გააფორმებენ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან. 

ე.წ. სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა კანონმდებლობაში ცვლილებები გახდეს საჭირო, თუმცა ხელშეკრულებას ხელი ყველა ქვედანაყოფმა უნდა მოაწეროს. 

მსგავსი სიახლეები