პუტინი თეირანში ირანის და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრას გამართავს - კრემლი

რუსეთის პრეზიდენტი მომავალ კვირაში თეირანში ჩავა და ირანის და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს.

კრემლის პრეს-სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „ასტანის ფორმატის“ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა სირიის საკითხი იქნება.

პუტინის ვიზიტი რეგიონში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ტურნეს მოჰყვება, რომელიც 13-16 ივლისს იმართება.

პესკოვის თქმით, პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომელიც რუსეთს და უკრაინას შორის ხორბლის ექსპორტის საკითხზე შუამავლობს.

11 ივლისს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ირანი რუსეთისთვის რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატის მიწოდებას აპირებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბაიდენის უშიშროების მრჩევლის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არ უარყვეს.

თუმცა, მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა იტალიურ La Repubblica-სთან საუბარში განაცხადა, რომ ირანი "კონფლიქტის არცერთი მხარისთვის" შეიარაღბის მიწოდებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები