პუტინი: უკრაინა ლენინმა შექმნა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინა რუსმა რევოლუციონერმა ვლადიმირ ლენინმა შექმნა. ამის შესახებ განცხადება მან 23 დეკემბერს, შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
"ჩვენ ვცდილობთ არ გავიხსენოთ როგორ განვითარდა უკრაინა. ვინ შექმნა ის? ვლადიმირ ილიას ძე ლენინმა, როდესაც საბჭოთა კავშირი შექმნა. 22 წლის საკავშირო შეთანხმება და 24 წლის კონსტიტუცია. მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ მისი პრინციპებით. დაგავიწყდათ?" - თქვა პუტინმა.
გარა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკა რუსეთის საზღვართან რაკეტების განთავსებაში დაადანაშაულა.
"ჩვენ ამერიკის საზღვრებთან რაკეტებს ვაყენებთ? არა. ეს ამერიკის შეერთებული შტატები მოვიდა ჩვენს სახლთან რაკეტებით. გადაჭარბებულად ბევრს ვითხოვთ როცა ვამბობთ - არ დააყენოთ არანაირი თავდასხმითი სისტემები ჩვენ სახლთან? რა არის ამაში უცნაური?" - თქვა პუტინმა.
"რა იქნებოდა ამერიკელების რეაქცია ჩვენ კანადის და ამერიკის საზღვარზე რაკეტები დაგვეყენებინა?" - დასძინა მან.