პუტინმა რუსეთის ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა

31 ივლისს, რუსეთის საზღვაო-სამხედრო ძალების დღეს, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ საზღვაო დოქტრინას.

დოქტრინის მიხედვით, რუსეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად მსოფლიო ოკეანის მასშტაბით სამხედრო ძალის გამოყენებას აპირებს, თუ „დიპლომატიური გზა ამოწურულია“.

დოკუმენტში რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ „საფრთხედ“ აშშ-ს საზღვაო დომინირებაა დასახელებული.

რუსეთი მიუღებლად მიიჩნევს საზღვრებთან ახლოს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას, ნათქვამია დოქტრინაში.

დოქტრინაში პრიორიტეტულად მოიხსენიება ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან - ხმელთაშუა და წითელ ზღვებში - თანამშრომლობის გაღრმავება.

ახალი დოქტრინა რუსეთის საზღვაო აქტივობის „გაძლიერებას“ ითვალისწინებს შემდეგ ტერიტორიებზე: შპიცბერგენის არქიპელაგი, ფრანც იოსეფის მიწა, ახალი მიწა, კუნძული ვრანგელი.

რუსეთში ბოლოს საზღვაო ძალების დოქტრინა 2015 წელს განაახლეს.

მსგავსი სიახლეები