პუტინმა უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმiრ პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, რომელთა ანექსიაც მოსკოვმა უკანონოდ მოახდინა.
პუტინმა ოთხშაბათს არ განმარტა ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება საომარი მდგომარეობის პირობებში, მაგრამ კანონმდებლობის თანახმად, რომ ეს შეიძლება მოიცავდეს შეზღუდვებს მოგზაურობასა და საზოგადოებრივ შეკრებებზე, მკაცრ ცენზურასა და უფრო ფართო უფლებამოსილებებს სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
პუტინმა ასევე არ დააკონკრეტა რა დამატებით უფლებამოსილებებს მიიღებენ ანექსირებული რეგიონების ხელმძღვანელები, რომლებიც მისი განკარგულებით მათ გადაეცათ.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა, რათა უკრაინაში საომარი მოქმედებებისას სხვადასხვა სამთავრობო უწყებებმა უკეთ თანამშრომლობა შეძლონ.
2022 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ქვეყნის პარლამენტის ორივე პალატის მიერ მიღებულ "კანონებს", რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის - ხერსონის, დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიას მიღების შესახებ.