პუტინმა ჟირინოვსკი "სამშობლოს სამსახურისთვის" ორდენით დააჯილდოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი დაჯილდოვდა I ხარისხის ორდენით "სამშობლოს სამსახურისთვის." ბრძანების ტექსტი კრემლის საიტზე 25 აპრილს გამოქვეყნდა.
 
"რუსეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, პარლამენტარიზმის განვითარებისთვის და აქტიური საკანონმდებლო მუშაობისთვის, ვაჯილდოებ "სამშობლოს სამსახურისთვის" I ხარისხის ორდენით," - ნათქვამია განცხადებაში
 
წარსულში ჟირინოვსკი პუტინმა "სამშობლოს სამსახურისთვის" IV, III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა (2006, 2011, 2016).

მსგავსი სიახლეები