პუტინს სამიტზე დასწრება სურს, სადაც შესაძლოა დააკავონ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინი გააფრთხელს, რომ იმ შემთხვევაში თუკი BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) სამიტზე დასწრებას გადაწყვეტს, რომელიც აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაიმართება, მას დააკავებენ.
ქვეყნის ხელისუფლების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ ამერიკაში ჩაფრინდება, მისი დაკავება გარდაუვალი იქნება, რაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნება გამოწვეული.
"პუტინის დაკავების გარდა, ჩვენ სხვა გზა არ გვექნება,"- განაცხადა მთავრობის წარომადგენელმა, The Sunday Times-თან ინტერვიუში.
ვიზიტის შესახებ კრემლს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა არაერთი წყარო იტყობინება, რომ ვლადიმერ პუტინს სამიტში მონაწილეობის სურვილი გააჩნია.
ამავდროულად, არსებობს კიდევ ერთი გზა - სამიტზე ვირტუალური მონაწილეობა, რაც რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრებისგან იხსნის. კულუარული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება, კრემლთან ამ ვერსიაზე მუშაობს.