ქუინი: უკრაინას ნატოში გაწევრიანება MAP-ის გარეშე შეუძლია

უკრაინას შეუძლია ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე შევიდეს, როგორც შვედეთი და ფინეთი. ამის შესახებ 16 მაისს Європейська правда-სთან ინტერვიუში უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დროებითმა წარმომადგენელმა კრისტინა ქუინმა განაცხადა.

"რაც შეეხება ფინეთის MAP-ის გარეშე გაწევრიანების შესაძლებლობას, წევრობის სამოქმედო გეგმა არასოდეს ყოფილა იურიდიული მოთხოვნა ნატოში გაწევრიანებისთვის, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას ასევე შეუძლია შეუერთდეს ალიანსს MAP-ის გარეშე. მე ამას არ დავარქმევ შემცირებულ პროცედურას." - თქვა ქუინმა.

მან აღნიშნა, რომ MAP, პირველ რიგში, აუცილებელია ალიანსის ძალებთან თავსებადობის მისაღწევად.

"ამიტომ, არც უკრაინამ და არც რომელიმე სხვა სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს წევრობის სამოქმედო გეგმა და განახორციელოს იგი, თუ უკვე აკმაყოფილებს მოთხოვნების უმეტესობას", - თქვა მან.

ფინეთმა და შვედეთმა თავიანთ ნეიტრალურ პოლიტიკას მას შემდეგ გადახედეს, რაც უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია დაიწყო.

მსგავსი სიახლეები