რა თქვეს ზელენსკიმ და ბაიდენმა ისტორიული შეხვედრის შემდეგ - მთავარი აქცენტები
თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები დასრულდა, შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივ კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
რა თქვა ზელენსკიმ?
შესავალ სიტყვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს და ამერიკელ ხალხს გაწეული დახმარებისთვის, გამოთქვა იმედი, რომ მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძლედება.
"ამ საქმეზე დახარჯული თითოეული დოლარი გლობალურ უსაფრთხოებას ამყარებს",- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა მომდევნო წელსაც შენარჩუნდება. მისი თქმით, უკრაინის მთავარი ამოცანა ამ დროისთვის დამდგარი ზამთარის გადატანაა - "ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია".
ზელენსკის თქმით, მას აქვს აღქმა თუ როგორ გაიზრდება უკრაინის თავდაცვითი საშუალებები, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომის 300 დღის განმავლობაში აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობები ჭეშმარიტად მოკავშირეული ხასიათის გახდა. "ჩვენ გვაქვს ჯადოსნური სიახლეები, რომლითაც სახლში ვბურნდებით". ზელენსკი Patriot-ის ტიპის სისტემებს და აშშ მიერ გამოყოფილ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გულისხმობდა, რომლის მოცულბაც 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს სამართლიანი მშვიდობა რუსეთთან ზელენსკის უპასუხა - "ჩემთვის როგორც უკრაინის პრეზიდენტისთვის სამართლიანი მშვიდობა ეს ნიშნავს ნულოვან კომპრომისს ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით და და ზარალის სრული ანაზღაურებაა.
რა თქვა ბაიდენმა
"ჩემთვის პატივია კიდევ ერთხელ გიმასპინძლოთ თეთრ სახლში",- განაცხადა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციის დასაწყისში.
ბაიდენის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა აშშ კვლავაც მყარია როგორც ორივე პარტიის მხარდაჭერებში, ასევე მთლიანად ამერიკულ საზოგადეობაში.
ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ზამთარი იარაღად გამოიყენოს, თუმცა უკრაინელებმა გასული 300 დღის განმავლობაში თავისუფლების დაცვის ნებისყოფაში და უკვე ნათელია, რომ პუტინი ყველა მიმართულებით ჩავარდა.
"ნათელია ვინც არის ეს ადამიანი, ის არის ადამიანი, რომელიც მზად არის სამშობლოსთვის თავი გაწიროს",- განაცხადა ბაიდენმა და ზელენსკის უწყვეტი მხარდაჭერა აღუთქვა.
სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნათელია, რომ რუსეთს მოლაპარაკებების სურვილი არ აქვს.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე აღელვებს თუ არა მას უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის ერთობა ბაიდენმა განაცხადა, რომ კოალიციის ჩამოშლის საფრთხეს ვერ ხედავს.
Patriot-ების გადაცემაზე საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის რისკს, ვინაიდან აღნიშნული სისტემები თავდაცვითი იარაღია.
კონფლიქტის შესაძლოა დასასრულზე დასმულ კითხვაზე ბაიდენმა განაცხადა - "ჩვენ და პრეზიდენტ ზელენსკის სამართლიანი მშვიდობის იდენტური აღქმა გვაქვს". ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინის ხილვა სურს.
უფრო შორი მოქმედების შეიარაღების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ შემტევი და უფრო შორი რადიუსის შეიარაღების გადაცემამ შესაძლოა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციაში გარკვეული განხეთქილება გამოიწვიოს, ვინაიდან ბევრი ევროპული ქვეყანა კონფლიქტის შესაძლოა გაფართოებაზე ღელავს.
"ჩვენ უკრაინას ვაძლევთ ყველაფერს, რაც მათ ბრძოლის ველზე წარმატებისთვის სჭირდებათ",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.