რაკეტები HIMARS-ებისთვის და ჭურვები - რა იქნება აშშ-ს დახმარების 36-ე პაკეტში

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებას 325 მილიონი დოლარია. 

ამგვარად ომის დაწყების შემდეგ ეს ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების 36-ე პაკეტია. სამხედრო დახმარების ბოლო პარტია იმეორებს ბოლო პაკეტების შემადგენლობას და მასში ძირითადად აქცენტი კეთდება საარტილერიო ჭურვებსა და ანტი-სატანკო საშუალებებზე. 

შეიარაღების სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • დამატებითი ჭურვები HIMARS-ის რეაქტიული ცეცხლის მობილური სისტემებისთვის;
  • 155 და 105 მილიმეტრის საარტილერიო ჭურვები; 

  • TOW-ის ტიპის მობილური ანტი-სატანკო სისტემები; 

  • AT4-ის ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემები; 

  • ანტი-სატანკო ნაღმები; 

  • საგზაო ბარიერების გამწმენდი მანქანები;

  • 9 მილიონზე მეტი მცირე კალიბრის ამუნიცია; 

  • ლოჯისტიკის ხელშემწყობი 4 მანქანა; 

  • საჰაერო ბაზირების ამუნიცია;

  • ტრანსპორტის დიაგნოსტიკისა და შეკეთების სისტემები; 

  • სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა; 

კონტექსტი 

ამგვარად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი დაწყების შემდეგ აშშ-მ უკრაინას ჯამურად 35.4 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადასცა. 

მოსალოდნელია, რომ დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა რამშტაინის ფორმატის მორიგი შეხვედრის შემდეგ, რომელიც 21 აპრილს გერმანიაში გაიმართება. 

მოსალოდნელია, რომ დასავლელი მოკავშირეები აქცენტს საჰაერო თავდაცვის სისტემების მოძიებაზე გააკათებენ. აპრილის დასაწყისში სოციალურ ქსელში გავრცელებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, უკრაინას სწრაფად ეწურება საბჭოთა წარმოების სისტემების რაკეტები. 

ასეთი სისტემები უკრაინის საშუალო და გრძელ დისტანციაზე მთელი სიმძლავრის 89%-ს წარმოადგენს. 

 

მსგავსი სიახლეები