რას ვკითხულობთ საქართველოზე გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში

დღეს, 14 ივნისს, გერმანიის მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარადგინა.

გერმანიის მთავრობისთვის ეს თავდაცვის შესახებ პირველი ყოვლისმომცველი დოკუმენტია, რომლის პრეზენტაციაც უკვე არაერთხელ გადაიდო.

დღევანდელ წარდგენას უძღვებოდნენ კანცლერი ოლაფ შოლცი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ღონისძიებას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი და ქრისტიან-დემოკრატების ყოფილი ლიდერი, არმინ ლაშეტი.

რაც შეეხება უშუალოდ დოკუმენტს, მასში საქართველოს მხოლოდ ერთგან, ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას ვხდებით.

აი, რა წერია გერმანიის უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს შესახებ:

"გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, რათა მან მოიცვას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ისევე, როგორც უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით, საქართველო".

ამგვარად, ახალ დოკუმენტში კიდევ ერთხელაა განმტკიცებული, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო "ასოცირებულ ტრიოში" ბოლო ადგილზე მოექცა - ეს სულისკვეთება თანხვედრაშია ევროკავშირის შარშანდელ გადაწყვეტილებასთან, არ მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით.

რეალპოლიტიკას ინფორმაციით, ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას 17 ან 25 ოქტომბერს გამოაცხადებს.

მსგავსი სიახლეები