რესპუბლიკელების მხარდამჭერების 79% უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგება - WSJ-ის კვლევა

Wall Street Journal-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, აშშ-ში ორი ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს შორის პოლარიზაცია გაიზარდა, რადგან რესპუბლიკელი ამომრჩევლები სულ უფრო ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარებას და თავისუფალ ვაჭრობას.

State Of Play: ახალ კვლევაში დემოკრატების 83% მხარს უჭერს აშშ-ის მიერ უკრაინის ფინანსურ დახმარებას, ხოლო რესპუბლიკელების 79% ამის წინააღმდეგია. 2023 და 2024 წლების განმავლობაში ჩატარებულ კვლევებში ეს ტენდენცია უკვე ჩანდა, რადგან დემოკრატები სულ უფრო ხშირად ამბობდნენ, რომ აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო რესპუბლიკელები პოზიცია იყო, რომ აშშ უკვე ძალიან ბევრს აკეთებს.

  • ზოგადად, იმ ამერიკელებს შორის, ვინც მონაწილეობა მიიღო ახალ გამოკითხვაში, 49%-მა მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების გაგრძელებას, ხოლო 44% წინააღმდეგი იყო.
  • რესპუბლიკელთა დაახლოებით 81% ფიქრობს, რომ აშშ-ის მოკავშირეები არ იღებენ საკმარის პასუხისმგებლობას საკუთარ თავდაცვაზე და შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს გადასახადის გადამხდელთა სახსრების გამოყენება მათ დასაცავად.
  • ამის საპირისპიროდ, დემოკრატების 83% მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ალიანსები არის ძლიერების წყარო და აშშ-მა ამისთვის ფინანსური რესურსი უნდა დახარჯოს. 

Big Picture: ორი პარტიის მხარდამჭერებს შორის განსხვავება აშკარაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც რესპუბლიკური პარტიის ელექტორატში არსებული მზარდი იზოლაციონიზმია, ხოლო დემოკრატებში პირიქით, საერთაშორისო ალიანსების მხარდაჭერა მაღალია.

  • 2019 წელს ჩიკაგოს გლობალურ საკითხთა საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ორ პარტიას შორის 15%-იანი განსხვავება იყო, როდესაც ამომრჩევლებს ჰკითხეს, იღებს თუ არა სარგებელს შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები ამ ქვეყნებს შორის უსაფრთხოების ალიანსებით. 2023 წლისთვის კი ეს განსხვავება 30%-მდე გაიზარდა: დემოკრატების 80% და რესპუბლიკელების მხოლოდ 50% ხედავდა სარგებელს ამ ალიანსებში.

Context: კვლევაში ორი პარტიის მხარდამჭერებს შორის არსებული პოლარიზაციის სხვა მაგალითებიც თვალსაჩინოა. დემოკრატების 81%-ს აქვს პოზიტიური შეხედულება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაზე, ხოლო რესპუბლიკელებში მხოლოდ 31%-ს.

  • ასევე ცხადია რესპუბლიკელების სკეპტიციზმი თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. როდესაც ამომრჩევლებს ჰკითხეს, ეხმარება თუ ზიანს აყენებს ტარიფები ამერიკის ეკონომიკას, რესპუბლიკელთა დაახლოებით 77%-მა თქვა, რომ ტარიფები ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას აშშ-ში და ეს კარგია, ხოლო დემოკრატების 93%-მა განაცხადა, რომ ტარიფები ზრდის ფასებს და ძირითადად უარყოფითი გავლენა ექნება.

კვლევა ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების გამო, საფონდო ბირჟის რეკორდულ ვარდნამდე ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები