Reuters: აშშ კიევს დამატებით $750 მილიონის შეიარაღებას გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადებს. სავარაუდოად, აშშ უკრაინას დამატებით 750 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, სამხედრო შეიარაღება პრეზიდენტის სპეციალური განკარგულების მეშვეობით იქნება შეძენილი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პროცედურის დროს. 

გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ადმინისტრაციაში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს მსჯელობა უკრაინისთვის გადასაცემ შეიარაღებასთან დაკავშირებით. 

გასულ კვირას აშშ-ს თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან აშშ-მ კიევს 1.7 მილიარდი დოლარის შეიარაღება გადასცა.

 

 

მსგავსი სიახლეები