Reuters: ინდოეთში რუსული ნავთობის ექსპორტი მომდევნო თვეებში განახევრდა
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მომდევნო თვეების განმავლობაში ინდოეთი მკვეთრად შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ინდოეთის ნავთობის სამინისტროში თავის წყაროებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- წყაროს ცნობით, საუბარია დაახლოებით 67%-იან კლებაზე, ამჟამინდელი 1.6 მილიონი ბარელის ნაცვლად, მაჩვენებელი 600 ათას ბარელამდე შემცირდება.
- კლება სავარაუდოდ დეკემბრიდან დაიწყება - წყაროს ცნობით, როსნეფტისა და ლუკოილის სანქცირების შემდეგ ინდოეთში საგრძნობლად გაიზარდა საბანკო კონტროლი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიფრთხით მუშაობენ, რათა მეორადი სანქციების რისკი აირიდონ.
ჩაშლილად: მასალის ავტორების თქმით, რუსეთი ჯერ ვერ გრძნობს სანქციებს ეფექტს, რადგანაც ჯამურად ინდოეთში ექსპორტის მოცულობა გაიზარდა კიდეც, რადგანაც გადამამუშავებელი ქარხნები ცდილობდნენ სანქციების ამოქმედებამდე მარაგები მაქსიმალურად შეევსოთ.
- თუ Reuters პროგნოზი გამართლდება, რუსეთი ნავთობის მთელი საზღვაო ექსპორტის მეოთხედს დაკარგავს.
დიდი სურათი: სატრეიდერო პლატფორმების ინფორმაციით, კლიენტების შესანარჩუნებლად რუსეთი იძულებულია ნავთობი მზარდი ფასდაკლებით გაყიდოს - გასულ კვირებში ე.წ. დისკონტი საექსპორტო მარკის URALS-ზე 3-დან 7 დოლარამდე გაიზარდა.
- ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლების შემცირება მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის ბიუჯეტს, რომლის ნახევარსა სწორედ ეს სექტორები უზრუნველყოფენ.
კონტექსტი: რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შესახებ დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს გამოაცხადა.
- გასული კვირების განმავლობაში რუსული ნავთობის უმსხვილესმა იმპორტიორებმა: ჩინეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და სხვებმა დროებით შეაჩერეს რუსული ნედლეულის შესყიდვა.
- სანქციების ფონზე რუსული ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 3-წლიან მინიმუმამდე დაეცა.