Reuters: კუბამ რუსეთის მხარეს მოხალისეების რეკრუტირებისთვის 17 პირი დააკავა
კუბის პოლიციამ დააკავა 17 პირი, რომლებიც რუსეთის მხარეს ომში ჩართვისთვის მოქალაქეების დანაშაულებრივი სქემაში მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
აღნიშნული სქემის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ, კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან გახდა. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებდა.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ დროისთვის დაპატიმრებულია 17 პირი, მათ შორის ამ საქმიანობის ორგანიზატორი",- ამბობს კუბის პოლიციის პოლკოვნიკი, ცეზარ როდრიგესი.
როდრიგეს არ დაუკონკრეტებია დაკავებულების ვინაოებები, თუმცა მისი თქმით, დაჯგუფების ლიდერი ეყრდნობოდა 2 ადამიანს, რომლებიც კუნძულზე ცხოვრობენ.
კუბის პოლიციის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის, ხოსე ლუის რეიესის ცნობით, დაკავებულებს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა არ არის გამორიცხული უვადო პატიმრობაც.
მუხლი, რომლითაც ძიება მიმდინარეობს მოიცავს ადამიანებით ვაჭრობას, მოქირავნობას და მტრულ მოქმედებას უცხო სახელმწიფოს წინააღმდეგ.