კუბაზე აღმოაჩინეს რუსული ქსელი, რომელიც მოქალაქეებს უკრაინაში საომრად იწვევდა

კუბის მთავრობამ გაანეიტრალა ტრეფიკინგის რუსული ქსელი, რომელიც კუბის მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის არეკრუტებდა. 

კუბის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ქსელი ცდილობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე რუსეთში მცხოვრები კუბელების რეკრუტირებას. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება სქემაში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ. 

საგარეო უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კუბა არ არის ომის მონაწილე და ის კვლავაც გადაჭრით იმოქმედებს ტრეფიკინგის ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც მოქალაქეების შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ცდილობენ. 

საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია რუსეთის მთავრობას. 

 

მსგავსი სიახლეები