რეზნიკოვი: ესპანეთმა უკრაინას პირველი Hawk-ები გადასცა
ესპანეთი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ოდესაში, თავის ესპანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რეზნიკოვის თქმით, მინისტრებმა პატივი მიაგეს უკრაინისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და საავადმყოფოში უკრაინელი მებრძოლები მოინახულეს.
"ესპანეთი რჩება უკრაინის გვერდით: ჰუმანიტარული დახმარება და უსაფრთხოების მხარდაჭერა გაგრძელდება. უფრო მეტი ჩვენი ჯარისკაცი გადამზადდება ესპანეთში. ასევე ჩვენ პირველი Hawk-ები გადმოგცა ესპანეთმა", - წერს რეზნიკოვი.
რეზნიკოვმა არ დააკონკრეტა ზუსტად როდის და რამდენი Hawk გადასცა ესპანეთმა უკრაინას.
1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე რობლესმა, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე საუბრისას, თქვა: "ჩვენ ვიცით, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები ნომერ პირველი პრიორიტეტია".
MIM-23 Hawk ამერიკული საშუალო დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემაა. მისი მოქმედების მაქსიმალური დიაპაზონი 40 კმ-მდეა, სიმაღლე - 18 კმ. თითოეული მობილურ გამშვებ კომპლექსს გადააქვს სამი MIM-23 საზენიტო რაკეტა.