რეზნიკოვი: კიდევ ოთხი HIMARS მივიღეთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 1 აგვისტოს ტვიტერზე დაწერა, რომ უკრაინას კიდევ ოთხი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა გადაეცა.

"უკრაინაში კიდევ ოთხი HIMARS ჩამოვიდა. უკრაინის არმიის გაძლიერებისთვის აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინისა და ამერიკელი ხალხის მადლიერი ვარ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღს ეფექტურად ვიყენებთ." - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ჯამში უკრაინას უკვე 16 HIMARS აქვს.

დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270 და HIMARS 70 კმ-მდე ანადგურებს მოწინააღმდეგის სამიზნეებს. 

25 ივლისს რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS-ებით რუსი დამპყრობლების საბრძოლო მასალის 50-მდე საწყობი გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები