რეზნიკოვი: მარიუპოლის დამცველებს ახალი ბრძანება აქვთ - თავიანთი სიცოცხლის გადარჩენა
მარიუპოლის დამცველების გმირობის წყალობით, შესაძლებელი გახდა საოკუპაციო ჯარების გაყვანა კიევიდან, ასევე 20 000 რუსი სამხედროს შეკავება, რომლებიც არ შეუშვეს ზაპოროჟიეში და შემდგომ დონეცკის რეგიონში. ამის შესახებ 17 მაისს ჟურნალისტებთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"მათ შეასრულეს თავიანთი ბრძანება. ისინი ყველანი გმირები არიან, ახლა მათ აქვთ ახალი ბრძანება - გადაირჩინონ სიცოცხლე. ისინი უკრაინას სჭირდებიან - განაცხადა რეზნიკოვმა - ჩვენი მთავარი მიზანია გადავარჩინოთ მარიუპოლის დამცველთა გარნიზონის სიცოცხლე, რომელშიც შედიან საზღვაო ქვეითები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, პოლიცია, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდია და ცალკე აზოვის პოლკი."
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, "დღეს ძალიან რთული პროცესები" მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით:
"ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენი გეგმაა გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე და თავისუფლება." - თქვა რეზნიკოვმა.