რეზნიკოვი: Patriot-ები ბრძოლის ველზე შესაძლოა ომის შემდეგ ეტაპზე გამოჩნდეს

უკრაინა დიდი ხანია განიხილავს პარტნიორებთან Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიღების შესაძლებლობას.
ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ომის დროს, იარაღი საკმარისი არასოდესაა. ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია", - თქვა რეზნიკოვმა.
CNN-ის ცნობით, პენტაგონი განიხილავს უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობას, მაგრამ არა ახლა.
"ჩვენს პარტნიორებთან დიდი ხანია განვიხილავთ, Patriot-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას... მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე, Patriot-იც შეიძლება გამოჩნდეს ჩვენს ბრძოლის ველზე."
6 დეკემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხდა, რომ შეერთებულ შტატებთან, მუდმივად საუბრობს Abrams-ის ტანკების და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემაზე.