რეზნიკოვი: რამშტაინის ფორმატში შემდეგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
"გამანადგურებელი კოალიციის" ფორმირების კომენტირებისას, რომელიც უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის თვითმფრინავებზე მოამზადებს, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერება უკრაინის პრიორიტეტად რჩება.
"სახმელეთო სისტემები - გადასატანი საზენიტო სისტემებიდან მძლავრ ბატარეებამდე - და მათთვის რაკეტები მუდმივად არის ყურადღების ცენტრში." - აღნიშნა მან.
რამშტეინი არის ამერიკული სამხედრო ბაზა გერმანიაში, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის წევრები ხვდებიან და უკრაინელი სამხედროებისთვის საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის შესახებ მსჯელობენ. ამ ფორმატში ბოლო შეხვედრა 21 აპრილს შედგა.
კონტექსტი
ამ კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა საერთაშორისო კოალიციის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი მფრინავების მომზადებას მეოთხე თაობის გამანადგურებლებზე, მათ შორის F-16-ზე.
კოალიციაში უკვე შედის დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, შეერთებული შტატები და პორტუგალია.
თეთრმა სახლმა ასევე დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში შეერთებული შტატები და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით F-16-ს მიიღებს უკრაინა.