რეზნიკოვი: რუსული არმიის დანაკარგი 5 300 მოკლული და დაჭრილია

რუსული არმიის დანაკარგი სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 5 300-ზე მეტია. ამ რიცხვში შედის როგორც დაღუპული, ასევე დაჭრილი სამხედროების რაოდენობა. ინფორმაცია 28 თებერვალს, საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გაავრცელა.

მან თქვა, რომ ასობით რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი ჩავარდა ტყვედ.

"ბევრი ძალიან ახალგაზრდაა. კრემლი მათ კრიმინალებად, მკვლელებად აქცევს. ნაწილი მოატყუეს, ნაწილი პროპაგანდით დააზომბირეს ან დააშინეს. ზოგადად, აშკარაა, რომ ოკუპანტების უმეტესობის მოტივაცია დაბალია", - დაწერა უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

რეზნიკოვმა რუს ჯარისკაცებს და ოფიცრებს მიმართა, მათ დანებებისკენ მოუწოდა და ნებაყოფლობით დანებების შემთხვევაში სრულ ამნისტიას და ფულად კომპენსაციას დაჰპირდა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ტყვე პატიმარი უსაფრთხოდ არის.

მსგავსი სიახლეები