Rheinmetall უკრაინული ტექნიკის შესაკეთებლად რუმინეთში ბაზას გახსნის

გერმანული სამხედრო კონცერნი Rheinmetall უკრაინისთვის მიწოდებული მძიმე ტექნიკის შესაკეთებლად რუმინეთში ბაზას გახსნის. ამის შესახებ Reuters თავად კომპანიაზე დაყრდნობით წერს.

სარემონტო და ლოგისტიკური ბაზა უკრაინის საზღვართან აშენდება და მოემსახურება გერმანულ Leopard-ის ტანკებს, ბრიტანულ Challenger-ებს, Marder-ის და Fuchs-ის ჯავშანტრანსპორტიორებს, ასევე სამხედრო სატვირთო მანქანებს.

ბაზა მუშაობას აპრილში დაიწყებს.

"Rheinmetall-ის მთავარი ამოცანა ნატოსა და უკრაინის ჯარების მხარდაჭერის უზრუნველყოფაა", - თქვა არმინ პაპერგერმა, თავდაცვის კონცერნის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები