როგოზინი: ზურგში დამჭრეს, ვიცოცხლებ
როსკომოსის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელიც არსებული ინფორმაციით დონბასში საომარი მოქმედებების ზონაში იმყოფება საკუთარი დაჭრის შესახებ გავრცელებული ცნობები დაადასტურა.
"ზურგში დამჭრეს, ვიცოცხლებ. ნამსხვრევი ხერხემლიდან 1 სანტიმეტრშია"- განაცხადა როგოზინმა Russia Today-ისთან ინტერვიუში.
როგოზინის თქმით, დაბომბვაში მოჰყვა სასტუმრო, რომელშიც ის იმყოფებოდა.
TACC-ის ცნობით, როგოზინის გარდა დაიჭრა დონეცკის საოუკუპაციო ადმინისტრაციის მთავრობის ხელმძღვანელი ვიტალი ხოცენკოც.
“დონეცკის შემოგარენში დაიბომბა სასტუმრო, რომელშიც სამხედრო მრჩეველების ჯგუფი ცხოვრობდა, დმიტრი როგოზინის მეთაურობით. დმიტრი ოლეგოვიჩი ზურგში დაიჭრია, ის ჰოსპიტალიზებულია. მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- ამის შესახებ რაგოზინის თანაშემწემ განაცხადა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო BAZA-ს ინფორმაციით, როგოზინი დუნდულშია დაჭრილი.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.