კრემლს ყირიმის ფედერალური ოლქის შექმნა და მის ხელმძღვანელად როგოზინის დანიშვნა სურს

"როსკოსმოსის" ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი "ყირიმის ფედერალურ ოლქში" გახდეს, რომელშიც რუსეთის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებას ფსევდორეფერენდუმების შემდეგ აპირებს. ამის შესახებ "Ведомости" წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წყაროს ცნობით, ვარაუდობენ, რომ ყირიმის გარდა, "ოლქი" მოიცავს ტერიტორიებს, რომლებსაც აკონტროლებენ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა" დამპყრობლების და ბოევიკების მიერ ოკუპურებული ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების ტერიტორიები.

გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა თქვა, რომ როგოზინის დანიშვნაზე გადაწყვეტილება შესაძლოა უახლოეს დღეებში მიიღონ. კრემლი მიიჩნევს, რომ "რთული სიტუაციის" გათვალისწინებით, ახალ სტრუქტურას "პოლიტიკურად მძიმე წონიანმა" პირმა უნდა უხელმძღვანელოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული "Ведомости"-ს კიდევ ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ როგოზინი ჯერ არ დანიშნულა არცერთ ფედერალურ თანამდებობაზე და "ახალ "ოლქში" შემოთავაზებულ პოზიციაზე დიდი სამუშაოა, ასე რომ ეს სავსებით შესაძლებელია".

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, ისევე როგორც თავად როგოზინმა, არ უპასუხა ვედომოსტის კითხვებს როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელის პოტენციურ დანიშვნასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები