რუმინეთის პრეზიდენტი მზად არის განიხილოს უკრაინაში Patriot-ის სისტემის გაგზავნა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა სამშაბათს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს უკრაინაში Patriot-ის სარაკეტო სისტემის გაგზავნა.

ამის შესახებ Reuters წერს.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანიამ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო დისკუსია იმის შესახებ, თუ ვის შეეძლო უკრაინაში Patriot-ის სისტემების გაგზავნა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს აღნიშნა... ჩვენი შეხვედრის დროს და მე ვთქვი, რომ ღია ვარ დისკუსიისთვის. მე ეს თავდაცვის უმაღლეს საბჭოსთან უნდა განვიხილო, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ და რისი მიღება შეგვიძლია სანაცვლოდ, რადგან მიუღებელია რუმინეთის საჰაერო თავდაცვის გარეშე დატოვება." - აღნიშნა იოჰანისმა.

კონტექსტი

აპრილის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მინიმუმ 7 Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება და პარტნიორებს მოუწოდა არ დაკარგონ დრო, რათა რუსეთს "გადამწყვეტი სიგნალი" გაუგზავნონ.

23 აპრილს ჟოზეპ ბორელმა გამოთქვა რწმენა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იპოვიან გამოსავალს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადასაცემად.

13 აპრილს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას სასწრაფოდ გადასცემს.

მსგავსი სიახლეები