რუსების ტყვეობიდან ზაპოროჟიეს სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის შვილი გაათავისუფლეს
რუსი დამპყრობლების ტყვეობიდან გაათავისუფლეს ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ ბურიაკ 16 წლის შვილი, ვლადი.
7 ივლისს Save Vlad Buryak-ის ინიციატივის ფეისბუქზე მამა-შვილის შეხვედრის ვიდეო გამოქვეყნდა.
"ყველაფერი კარგადაა, ცოცხალი ვარ, უსაფრთხოდ ვარ, სამშობლოში გახარებული მივდივარ", - ამბობს გათავისუფლებული მოზარდი მამის მიერ მანქანაში გადაღებულ ვიდეოში.
თავად ბურიაკმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაეხმარა მისი შვილის განთავისუფლებაში.
"სახლში მივდივართ, მადლობა ღმერთს, ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდა, ახლა უნდა გავიმარჯვოთ და ყველაფრისთვის პასუხი ვაგებინოთ", - თქვა მან.
6 ივლისს ვლად ბურიაკის ტყვედ აყვანიდან 90 დღე გავიდა.