რუსეთი ირანისთვის თანამედროვე სატელიტური სისტემების გადაცემას აპირებს

რუსეთი გეგმავს ირანს გადასცეს თანამედროვე სატელიტური სისტემები, რაც ქვეყნის სადაზვერვო შესაძლებლობებს გაზრდის. 

რუსეთში დამზადებული Kanopus-V-ის სატელიტური სისტემა კოსმოსში მალე გავა და მის გამოყენებას ირანიც შეძლებს. ეს ქვეყანას ერაყში, ისრაელში და მთელ ახლო აღმოსავლეთში მოწინააღმდეგე ქვეყნების სამხედრო ბაზების დაზვერვის საშუალებას მისცემს.

ამერიკულ სპეცსამსახურებში შეშფოთებული არიან, რომ ირანი ამ ინფორმაციას თავის გასამხედროებულ დაჯგუფებებს გაუზიარებს.

ხუთშაბათს აშშ-მ სანქციები დაუწესა ერთ-ერთ ასეთ ჰუსიტების დაჯგუფებას იემენში.

 

მსგავსი სიახლეები