რუსეთი და ბელარუსი უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნებს გააგრძელებენ
რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების დასრულება გადაიფიქრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.
წვრთნები დღეს, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობი ვადით გაგრძელდა. ამის მიზეზად დონბასში შექმნილ რთულ ვითარებას და მოსალოდნელ საფრთხეებს ასახელებენ.
იმის შესახებ, რომ ბელარუსში რუსი სამხედროების ნაწილის დარჩენა წვრთნების შემდეგაც განიხილებოდა, რამდენიმე დღის წინ თავად ალექსანდრ ლუკაშენკომაც განაცხადა.
17 თებერვალს ლუკაშენკამ განაცხადა, ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემდეგ ბელარუსში რუსული შეიარაღების ნაწილი დარჩებოდა. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მათი თხოვნით რუსეთი ბელარუსში სარაკეტო სისტემის ისკანდერების სამხედრო ცენტრს გახსნის.
საპირისპირო შინაარსის განცხადებები ისმოდა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრისგან - ვლადიმირ მაკეი14 თებერვალს ამბობდა, რომ სწავლების დასრულების შემდეგ ბელარუსში არც ერთი რუსი სამხედრო არ დარჩებოდა.