რუსეთი გაეროს შეთავაზებულ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე უარს ამბობს

რუსეთი გაეროს შეთავაზებულ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე უარს ამბობს, წერს გამოცემა New York Times-ი.

გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა აღდგომის კვირაში უკრაინაში ოთხდღიანი დროებითი დაზავების შესახებ მოწოდება გააკეთა, რაც მშვიდობიან უკრაინელებს აქტიური კონფლიქტის ზონიდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემდა.

ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებები „არაგულწრფელია“, განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ.

„რეალურად, ეს... კიეველ ნაციონალისტებს გადაჯგუფების საშუალებას მისცემს და დროს, რომ უფრო მეტი უპილოტოები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და მანპადები [პორტატული საზენიტო სისტემები] მიიღონ“, - ამბობს პოლიანსკი.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გამაგრებული ძალების მეთაური სერჰი ვოლინა აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ კომპლექსში ხუთასამდე დაჭრილი უკრაინელია, რომლებიც ოკუპანტების ალყაში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები