რუსეთი ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა
ინდოეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა.
ამ პოზიციაზე, რუსეთმა საუდის არაბეთი და ერაყი ჩაანაცვლა, რომლებიც ინდოეთის ბაზარზე, წლების განმავლობაში დომინირებდნენ.
ვითარება ინდოეთის ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დაწესებული სანქციების შემდეგ შეიცვალა.
სექტემბერსა და ოქტომბერში, ინდოეთი, რუსეთისგან დღეში საშუალოდ 900 ათასზე მეტ ბარელ ნავთობს ყიდულობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, თითქმის 9-ჯერ აღემატება.
რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სანქციების გარდა, დიდი ფასდაკლებებით არის განპირობებული - BRENT-ის მარკის ნავთობთან შედარებით, რუსული წარმოების URALS, საშუალოდ, 30 დოლარით უფრო იაფად იყიდება.
რუსეთის წილი ინდოეთის სანავთობო ბაზარზე უმეტესწილად საუდის არაბეთის ნავთობის გაყიდვის კლების ხარჯზე გაიზარდა - თუკი, ჯერ კიდევ სექტემბერში, საუდის არაბეთმა ინდოეთში 860 ათასი ბარელი გაყიდა, უკვე ოქტომბერში, ეს მაჩვენებელი 617 ათას ბარელამდე შემცირდა.
პარალელურად, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პირველი ვიზიტით იმყოფება რუსეთში, სადაც სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობებით, ორივე ქვეყანა ხეირობს.