რუსეთი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას დაეთანხმება - Bloomberg
უკრაინისა და რუსეთის "მარცხვლეულის შეთანხმება", სავარაუდიდ, გაგრძელდება. ამ შეთანხმებით უკრაინას შავი ზღვის სამი ძირითადი პორტიდან მარცვლეული მსოფლიოში გააქვს.
ამ ინფორმაციას Bloomberg თურქ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროები აცხადებენ, რომ რუსეთი თანახმაა ამ დროისთვის შეთანხმებაში დარჩეს.
უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერჰი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლით აშანტაჟებს, თითქოს ეს მისთვის წამგებიანია, მაგრამ რეალურად რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი გაორმაგდა.
უკრაინა არ გამორიცხავს, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შეთანხმება 18 მაისს სრულდება.
სტამბოლში ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები "მარცვლეულის შეთანხმების" გახანგრძლივებას უახლოვდებიან.