რუსეთი უკრაინასთან საომრად უზბეკეთსა და ყირგიზეთში მებრძოლებს ეძებს
უზბეკეთისა და ყირგიზეთში ვებ-გვერდებზე განთავსებულია განცხადებები რუსეთში კერძო დაცვის კომპანიებში თანამშრომლების დაქირავების შესახებ, მაგრამ სამუშაოს მაძიებლებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას სთავაზობენ. ამის შესახებ MediaHub-ის ჟურნალისტების სიუჟეტი იუწყება.
გამოძიების ავტორებმა განაცხადეს, რომ ყირგიზეთში, Instagram-ის გვერდის kg.zarplata-ს მეშვეობით, ისინი ეძებდნენ თანამშრომლებს "რუსეთის შორეულ რეგიონებში სამრეწველო ობიექტების დასაცავად" 100 ათასი რუბლის ხელფასით თვეში და "პოზიტიური დახასიათების" შემთხვევაში, დახმარების გაწევა შესაძლებელია რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად.
ჟურნალისტებმა დარეკეს მითითებულ ნომერზე და დაცვის ნაცვლად მათ "სხვა სამუშაო" შესთავაზეს 240 ათას რუბლად.
"კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები კი მიჰყავთ, თუ ისინი არ არიან ევროკავშირის და ნატოს ქვეყნების მოქალაქეები... და რაც მთავარია: წერენ, რომ რეკრუტი შეასრულებს დავალებებს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის ზონაში და თავად ორგანიზაცია მუშაობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა ჟურნალისტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურება არ არის გათვალისწინებული", ხოლო დასაქმების პირობები ითვალისწინებს სოციალურ ქსელებში ანგარიშების წაშლისა და კამერის გარეშე მხოლოდ ღილაკიანი ტელეფონის გამოყენების აუცილებლობას.
გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ დამსაქმებლის საკონტაქტო ნომერი დაკავშირებულია რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერთან", ხოლო ობიექტი, სადაც სამუშაოდ უნდა გამოცხადნენ, რუსეთის კრასნოდარის ოლქში სამხედრო ბაზაზე მდებარეობს.