რუსეთის დანაკარგები მაისსა და ივნისში რეკორდულად მაღალი იყო - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგები - დაღუპულები და დაჭრილები - მნიშვნელოვნად გაიზარდა მაისში და ივნისში და უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვაშია საუბარი.

მაისში რუსეთი ყოველდღიურად კარგავდა 1262 სამხედროს მოკლულისა და დაჭრილის სახით, ხოლო ივნისში - 1163.

დაზვერვა ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, სავარაუდოდ, 70 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი მოკვდა და დაიჭრა.

ანალიტიკოსები დანაკარგების ზრდას რუსეთის მიერ ხარკივის რეგიონში ახალი შეტევის დაწყებას უკავშირებენ და აგრესორმა შეტევითი ოპერაციების ტემპი ფრონტის დანარჩენ ნაწილებშიც შეინარჩუნა.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებმა გაზარდეს ზეწოლა ფრონტზე, უკრაინის ეფექტური თავდაცვა და რუსი სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებული პრობლემები "ამცირებს რუსეთის ფედერაციის უნარს ისარგებლოს ნებისმიერი ტექნიკური წარმატებით, მიუხედავად ფრონტის ხაზის შემდგომი გაჭიმვის მცდელობისა."

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მსხვერპლი დღეში საშუალოდ 1000-ზე მეტი იქნება მომდევნო ორი თვის განმავლობაში, რადგან რუსეთი აგრძელებს უკრაინის პოზიციების დაკავების მცდელობას მასიური შეტევებით.

მსგავსი სიახლეები