რუსეთის ინტერვენციის შემდეგ ამერიკამ უკრაინას 23.8 ათასი ტონა იარაღი გადასცა
რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან 24 თებერვალს, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა 23 768 ტონაზე მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობამ გაავრცელა.
კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა:
- 23 942 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა;
- 1033 საზენიტო სარაკეტო სისტემა და მათთვის 1468 რაკეტა;
- 90 ჰაუბიცა;
- 174 173 საარტილერიო ჭურვი;
- 9 ვერტმფრენი;
- 33 რადარი;
- 7888 ტყვიამფრქვევი და პისტოლეტი;
- დაახლოებით 59.66 მილიონი ტყვია;
- თითქმის 68.5 ათასი ჯავშანჟილეტი;
- 49.95 ათასზე მეტი ჩაფხუტი.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ევროპიდან 486 ფრენა განახორციელეს. ასევე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში ჩართული იყო 20 გემი, 50 მატარებელი და 1.5 ათასი მისაბმელიანი ტრანსპორტი.