რუსეთის კრიტიკის შემცველი გზავნილის გამო ჩინეთმა შარლ მიშელის მიმართვა გააუქმა
რუსეთის მიმართ კრიტიკის შემცველი გზავნილების გამო, ჩინეთის ხელისუფლებამ, ევროსაბჭოს თავმჯდომარის, შარლ მიშელის ვიდეო მიმართვა გააუქმა.
ამ ცნობას, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მიშელის ჩაწერილი ვიდეო მიმართვის ტრანსლირება, შანხაის სავაჭრო გამოფენაზე იგეგმებოდა.
მიმართვის გაუქმების გადაწყვეტილება, ჩინეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგეს, რომ თავის გზავნილში, მიშელი უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიასაც შეეხებოდა.
საკუთარ მიმართაში, შარლ მიშელი ევროკავშირის ქვეყნებს ჩინეთზე სავაჭრო დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდებდა. ამავე ჭრილში, ბელგიელი პოლიტიკოსისი, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულის შემცირებაზეც საუბრობდა.
ევროპელი დიპლომატების ცნობით, შარლ მიშელი თავის მიმართვაში მოუწოდებდა ჩინეთს, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი, უკრიანაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინცინდენტის შესახებ არაფერი იცის.