რუსეთის მიერ რეფერენდუმების გამოცხადების შემდეგ ზელენსკი ერდოღანს ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტსა და რეჯეფ თაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
"გაიმართა სატელეფონო საუბარი, განვიხილეთ უსაფრთხოების აქტუალური საკითხები",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
კონტექსტი
ცოტა ხნის წინ ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთთან მიერთების საკითხზე 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს, რომელიც სეპარატისტების თქმით, 23-27 სექტემბერს ჩატარდება.
მალევე ე.წ. რეფერენდუმები გამოაცხადეს რუსმა კოლაბორანტებმა ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქშიც.
დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშინილმა უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარების საკითხზე ვლადიმირ პუტინი სატელივიზიო მიმართვასაც გაავრცელებს.